მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბანკმა SOLO Business წარადგინა - რას გულისხმობს ახალი სერვისი?

solo
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკმა ახალი პრემიუმ სერვისი, SOLO Business, ოფიციალურად წარადგინა, რომელიც მთლიანად განახლებულ ფორმატში შესთავაზებს მომხმარებელს მომსახურებას.

SOLO Business-ზე BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ Premium Banking-ის მიმართულებით, ეთუნა ირემაძემ და მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა თორნიკე კუპრაშვილმა ისაუბრეს.

ირემაძის თქმით, ბათუმში გახსნილი SOLO ლაუნჯი სრულიად ახალი კონცეფციაა. სივრცე, რომელიც ბანკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაში, ბათუმში შეიქმნა, მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის.

ირემაძე აღნიშნავს, რომ პროექტზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, აქედან ორი წელი კონცეფციის შექმნას დასჭირდა. SOLO Business-ის კონცეფცია, იტალიურ კომპანია „დინთან“ თანამშრომლობით შეიქმნა, რომელმაც თავდაპირველად პროექტი SOLO შექმნა.

„SOLO-ს შექმნით 16 წლის წინ საქართველოში ახალი პერსონალური საბანკო მომსახურების კულტურა დაინერგა, რაც მომხმარებელს ცხოვრების ახალ სტილსა და გამოცდილებას სთავაზობდა. ახალი ლაუნჯი შექმნილია მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტზე მორგებულად : SOLO X ციფრულ მომხმარებლებს ემსახურება, „სოლო პრემიუმი“ პერსონალურ ბანკირებს სთავაზობს, ხოლო „სოლო კლუბის“ სეგმენტი „სოლო“ და „ველს“ შორისაა, რომელიც სტრუქტურირებული და საინვესტიციო პროდუქტებისთვის სპეციალურად გამოიყო“, - განაცხადა ირემაძემ.

მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელის, თორნიკე კუპრაშვილის განმარტებით, „სოლო ბიზნესს“ ლაუნჯში მომხმარებლებს ექნებათ სრული წვდომა ყველა იმ სერვისზე და პროდუქტზე, რომელსაც ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის. გამოცდილი ბანკირები უზრუნველყოფენ სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად. სივრცე ასევე ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი ბიზნესს შესაძლებლობების შექმნას.

კუპრაშვილის თქმითვე, ბათუმი და ზოგადად, აჭარის რეგიონი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა ეკონომიკის თვალსაზრისით. რეგიონის კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 10%-ს შეადგენს, ასევე ურბანიზაციის ტემპიც მაღალ დონეზეა : “მზარდია საშუალო ბიზნესების რაოდენობა, განსაკუთრებით ვაჭრობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და მშენებლობის სექტორებში. შესაბამისად, ბანკმა ბათუმში პრემიალური ბიზნესს საბანკო მომსახურების შეთავაზება გადაწყვიტა. შემდგომში მსგავსი სივრცეების გახსნა სხვა ქალაქებშიც იგეგმება”.

თორნიკე კუპრაშვილის განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება საქართველოს ბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან საშუალო ბიზნესებს კომპლექსური საჭიროებები აქვთ, რომელთა დაკმაყოფილება მხოლოდ ციფრული სერვისებით შეუძლებელია.

“აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ საუკეთესო ექსპერტები, გამოცდილი ბანკირები, რაც კი გვყავს რეგიონში კონცენტრაცია გაგვეკეთებინა აქ [ბათუმში] და როდესაც მომხმარებელი ხდება „სოლო ბიზნესს ნაკრების" მფლობელი, მას ექნება წვდომა მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებზე - ეს არის პასუხი ზუსტად იმ საჭიროებებზე, რაც საშუალო ბიზნესს ყოველდღიურად უდგებათ“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, SOLO Business-ის ფარგლებში უკვე არსებობს ბიზნესს კონსიერჟის სერვისი, რომელიც კლიენტს ზედმეტი დროის ხარჯვისგან იცავს, უზრუნველყოფს კორპორაციული ღონისძიებების, შეხვედრებისა და მივლინებების დაგეგმვას, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მეტი დრო დაუთმონ საკუთარი ბიზნესის განვითარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები