მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება „ტოიოტა კავკასიას“ ასოციაციის წევრთა რიგებში

61ee81833d944
BM.GE
24.01.22 14:36
756
„ტოიოტა კავკასიამ“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან კომუნიკაციის საფუძველზე ასოციაციის წევრობის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მნიშვნელოვანია როგორც ასოციაციის ზრდისა და განვითარებისთვის, ასევე საკომუნიკაციო ქსელის გაძლიერებისთვის.

შეგახსენებთ, რომ „ტოიოტა კავკასია“ არის ტოიოტას და ლექსუსის ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიის რეგიონში, რომელიც ახორციელებს ავტომობილებისა და ორიგინალი სათადარიგო ნაწილების იმპორტს საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზრებზე.

კომპანია დაარსდა 2006 წელს და დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ავტოიმპორტიორს რეგიონში.

საქართველოში ამჟამად ფუნქციონირებს ტოიოტას 3 ოფიციალური დილერი: ტოიოტა ცენტრი თბილისი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა და ტოიოტა ცენტრი ბათუმი და ლექსუსის ერთი ოფიციალური დილერი: ლექსუს თბილისი.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება „ტოიოტა კავკასიას“ ასოციაციის წევრთა რიგებში. მოხარულნი ვართ, რომ გვყავს ახალი წევრი, რომელიც ასე სოლიდურად არის წარმოდგენილი რეგიონში და აღნიშნულ სექტორში ერთ-ერთი ლიდერია. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სასარგებლო და პროდუქტიული იქნება. კიდევ ერთხელ მივესალმებით „ტოიოტა კავკასიას“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დიდ ოჯახში“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები