მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას "იბერია ბიზნეს ჯგუფი" შეუერთდა

5f3ce8117cf6b
BM.GE
19.08.20 12:48
1410
იბერია ბიზნეს ჯგუფის საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებით, ასოციაციის რიგებს შეუერთდა ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც ფართო ბიზნეს პორტფელი აქვს. „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ ძირითად და მნიშვნელოვან ნაწილს საავტომობილო ბიზნესი წარმოადგენს.

საავტომობილო ჰოლდინგი ,,იბერია ბიზნეს ჯგუფი“ (IBG) 1999 წელს დაარსდა. IBG საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს მომდევნო საავტომობილო ბრენდებს: Volkswagen, Audi, Skoda Auto, Seat, Kia Motors და Mitsubishi Motors. ჰოლდინგი ახორციელებს, როგორც ახალი ავტომობილების იმპორტირებასა და რეალიზაციას, ასევე მომსახურებას ავტოსერვისის, ავტოსათადარიგო ნაწილების, ზეთებისა და საბურავების მიმართულებით.

ჰოლდინგის შემადგენლობაშია რუსთავში მდებარე მეორადი ავტომობილების ბაზრობა Myauto და ავტოსათადარიგო ნაწილების, ზეთებისა და საბურავების იმპორტიორი კომპანია ITA. 2005 წლიდან, ჰოლდინგს შეამდგენელი ნაწილი საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ გახდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართული სპორტისა და კერძოდ, ფეხურთის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის.

„მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს ბიზნეს სექტორი აღმოჩნდა, ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს ზრდას და ახალი წევრების მიღებას, რადგანაც ასოციაცია ამჟამად კონცეტრირებულია ქართული ბიზნეს ოპერატორების მხარდაჭერაზე. მივესალმებით „იბერია ბიზნეს ჯგუფს“ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეფექტიანი და ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები