მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე ტრენინგი გაიმართა
21.11.25 12:18
804

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Danish Industry-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეფუძნებოდა და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისგან შედგებოდა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროდუქტიულობის გაგებისა და მართვის სტრატეგიული მნიშვნელობის გააზრება, ჩართულობის მექანიზმების წარმოჩენა და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, ისევე როგორც მტკიცებულებაზე (მონაცემებზე) დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას დანიელ პარტნიორებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარა ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რომელიც კომპანიებში ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, რაც ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Danish Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის ბოლომდე კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები