მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში Nielsen-ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

ბაგი
BM. GE
09.11.23 16:29
114

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის ფარგლებში, საქართველოში თამბაქოს პროდუქციის არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო კვლევითი კომპანია Nielsen-ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის წარდგენას ესწრებოდნენ ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრაში მომხსენებლად მონაწილეობდა დანიელ მარაჩინეანუ, მოწვეული ექსპერტი რუმინეთიდან, რომელმაც აუდიტორიას გაუზიარა თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა.

კვლევა მოიცავს საქართველოში არაადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ პროდუქციასთან დაკავშირებულ 2023 წლის პირველი კვარტალის ძირითად ტენდენციებს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში არაადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქო 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2023 წლის პირველ კვარტალში 1.3 პროცენტული ერთეულით შემცირდა, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალთან მიმართებით 2.2 პროცენტული ერთეულით არის გაზრდილი. რეგიონების მიხედვით ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება ზუგდიდში (76%), ახალქალაქში (37%) და ბათუმში (24.5%).

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები