მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬 გახდა

ბაგი
BM. GE
07.11.23 11:50
20

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ლოგისტიკური სექტორის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬 შეუერთდა, რომელიც, როგორც ქართულ, ასევე, გლობალურ ბაზარზე უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს სახმელეთო, საკონტეინერო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით.

𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬 ექვს სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ბელორუსიაშია წარმოდგენილი. კომპანია ფლობს საკუთარ ავტოპარკსა და სასაწყობე ობიექტს ფოთში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს უწყვეტ რეგიონულ ინტეგრაციას, საზღვრებს მიღმა პროდუქციის შეუფერხებელი ნაკადის ზრდასა და მთელი მიწოდების ჯაჭვის პროცესის ოპტიმიზაციას.

კომპანიაში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნასთან შესაბამისობით მართავენ პროცესებს. აღსანიშნავია, რომ 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬 პარტნიორებს ხშირად სახმელეთო, საკონტეინერო და სარკინიგზო გადაზიდვების კომბინაციასაც სთავაზობს, კომპლექსური და დროში ორგანიზებული გადაზიდვებისთვის, რითაც ბუნებრივია რისკების დივერსიფიცირებაც შესაძლებელი ხდება და გადაზიდვების პროცესიც ბევრად ეფექტურია.

ხაზგასასმელია, რომ ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტების,ღვინისა და წყლის ექსპორტში 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬 მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე

უპირობო ლიდერია. კომპანიის პარტნიორები ისეთი საერთაშორისო ბრენდები არიან როგორიცაა: Beko, Heineken, Oriflame, Nestle, Knauf, ბორჯომი და სხვა. გარდა ამისა, ყოველწლიურად, 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬 1500-ზე მეტ კომპანიას უწევს უსაფრთხო მომსახურებას და 9000-ზე მეტ გადაზიდვას ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით. ლოგისტიკაში ტვირთის დაზღვევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, სადაც კომპანიას ალდაგის უნიკალური სადაზღვევო პაკეტი უმაგრებს ზურგს.

„მივესალმებით 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ასეთი კომპანიების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა დერეფნის პოტენციალის ზრდისა და განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ეკონომიკურ მდგრადობაზე. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი მსხვილი გადამზიდავი კომპანია დღეს უკვე BAG-ის წევრია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და შედეგიანი იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.