მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „დეტექტი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცი
11.04.25 14:48
401

საქართველოს ბიზნეს ასოციაცი წევრი კომპანია „დეტექტი“ გახდა, რომელიც სახანძრო სისტემების იმპორტიორი და ინტეგრატორი კომპანიაა.

დეტექტი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალს, რომელიც პარტნიორებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის მომსახურებას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.

აღსანიშნავია, კომპანიის ძირითადი მიმართულებები, კერძოდ სახანძრო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და დაცვის სისტემები.

„დეტექტი“ აქტიურად თანამშრომლობს მშენებლობის, ჯანდაცვის, განათლების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორებთან.

კომპანია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პარტნიორებს სთავაზობს სახანძრო უსაფრთხოების სრულ მომსახურებას, მათ შორის: სახანძრო სისტემების საპროექტო მომსახურებას (პროექტირებას), სახანძრო სისტემების მონტაჟს, მათ ტესტირებას, მონიტორინგს და რეგულარულ ტექნიკური მომსახურებას.

გარდა ტექნიკური მომსახურებისა, „დეტექტი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ცოდნის გაზიარებასა და პრევენციულ ღონისძიებებს.

კომპანია ეხმარება ორგანიზაციებს ოპტიმალური და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასა და რელევანტური გამოსავლის პოვნაში უსაფრთხოების მიმართულებით.

„მივესალმებით კომპანია „დეტექტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია ხარისხიანი მომსახურება, პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო

და პარტნიორებთან გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა. „დეტექტის“ საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ადამიანების უსაფრთხოებასთან და წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიის ხელმძღვანელობას ამ საპასუხისმგებლო საქმეში. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებული იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები