მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბრინჯი გაუძვირდა, ხოლო მოცულობები შეუმცირდა - სად ვყიდულობთ?

ბრინჯი

საქართველოს ბრინჯი გაუძვირდა, ხოლო მოცულობები შეუმცირდა.

საქსტატის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გასული წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველომ 10,431 ტონა ბრინჯი შეიძინა, რაშიც 9,2 მლნ დოლარი გადაიხადა. მაშინ როდესაც, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანას 8,1 მლნ დოლარის ღირებულების 10,669 ტონა ბრინჯი ჰქონდა შეძენილი.

აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ბრინჯი 12.5%-ით გაუძვირდა, ხოლო მოცულობა 2.2%-ით შეუმცირდა.

საქართველოსთვის ბრინჯის მთავარი საიმპორტო ქვეყანა ინდოეთია. მისი წილი ბრინჯის მთლიან იმპორტში 38.1%-ია. გასულ წელს, საქართველომ ინდოეთიდან 4 მლნ დოლარის ღირებულების 3977 ტონა ბრინჯი იყიდა. თუმცა, აღნიშნულ მონაცემებს თუ 2023 წელს შევადარებთ, ქვეყანას ამ პერიოდში $4,8 მლნ-ის 6,645 ტონა ბრინჯი ჰქონდა შეძენილი. რაც ნიშნავს, რომ ამ ბაზარზე საქართველოს ვაჭრობა 40.1%-ით შეუმცირდა.

bm.ge გთავაზობთ, 2024 წელს იანვარ-ნოემბერში ბრინჯის TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალს:

  1. ინდოეთი - $4 მლნ / 3,977 ტონა;
  2. პაკისტანი - $2,6 მლნ / 3,708 ტონა;
  3. ვიეტნამი - $824 ათასი / 1,061 ტონა;
  4. თურქეთი - $ 562 ათასი / 614 ტონა;
  5. ტაილანდი - $ 286 ათასი / 336 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები