,,საქართველოს ცემენტის კომპანიის“ თანადამფუძნებლის მერაბ ჩიხრაძის შეფასებით, ცემენტის ინდუსტრიაზე ლარის გაუფასურება ნეგატიურად აისახება.
როგორც bm.ge-ისთან ჩიხრაძემ აღნიშნა, "იმპორტირებულ კომპანიებზე ლარის კურსის ცვლილება თავისთავად ნეგატიურ გავლენას ახდენს".
„სასტუმროს მშენებლობის გარდა, ჩვენი მეორე მიმართულება სამშენებლო მასალების წარმოებაა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ცემენტის მწარმოებელი კომპანიის - LafargeHolcim-ის ექსკლუზიური წარმომადგენლები ვართ საქართველოში. სავალუტო რყევები ნეგატიურად აისახება ჩვენ ბიზნესზე, რადგან ძირითადი მასალის (კლინკერი, რისგანაც ცემენტი კეთდება) ღირებულება პირდაპირ დამოკიდებულია ლარის კურსზე. შესაბამისად, ლარის გაუფასურება ჩვენზე საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს, მაგრამ რა რეალობაც გვაქვს საქართველოში, აიმის მიხედვით ვოპერირებთ", - განაცხადა ჩიხრაძემ.
ცემენტის ბაზარზე ახალი მოთამაშე – „საქართველოს ცემენტის კომპანია“ (GCC) 2017 წლის დასასრულს გამოჩნდა. ის საქართველოში ფრანგულ Lafarge-ს წარმოადგენს. კომპანია აერთიანებს როგორც ცემენტის, ისე ბეტონის წარმოების მიმართულებას.