მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს და პერუს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

პერუ

მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოს და პერუს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. შესაბამის შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელ ანა სესილია გერვასს შორის გასული წლის 19 სექტემბერს მოეწერა ხელი.

დღეს პარლამენტმა ცნობად მიიღო ილია დარჩიაშვილის წერილი, რომელშიც აღნიშნულია: „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ 2023 წლის 18 სექტემბერს, ქ. ნიუ-იორკში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ტურისტული/ორდინალური ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება ძალაშია 2024 წლის 1-ელი აპრილიდან“.

რა არის სანახავი პერუში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები