მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს და სან-მარინოს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შედის

სან-მარინო

„საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებაში ცვლილებები შედის. ცვლილებები დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა.

მისი განცხადებით, შეთანხმების ამჟამინდელ ტექსტს 2012 წლის 28 სექტემბერს მოეწერა ხელი და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის საქონლისა და მომსახურების გაცვლას, ასევე კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილებას საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით. ოქმი ითვალისწინებს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების აღკვეთის შესახებ დებულებებს.

ოქმის თანახმად, ცვლილებები შედის შეთანხმების 25-ე მუხლში, რომლის მიზანია შეთანხმება შესაბამისობაში მოვიდეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის საგადასახადო სამოდელო კონვენციის ახალ რედაქციასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები