მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დამოუკიდებლობის 33 წელიწადი - გიორგი ისაკაძის საავტორო ეპილოგი

საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახალი აღდგენიდან 33 წლისთავზე, მსურს გისურვოთ ერთადერთი, რომ საქართველოს არასოდეს თავის ისტორიაში არ ჰყავდეს ისეთი დაბალი კლასის პოლიტიკური ელიტა და წარმომადგენლები, რაც დღეს ვიხილეთ თავისუფლების მოედანზე, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, საჯარო სიტყვით გამოსვლისას, მთელი მსოფლიოს გასაგონად მოღალატეს უწოდებს. საქართველოს არ დაუმსახურებია ამგვარი განვითარება, მაშინ როცა ნებისმიერი წინა მოწვევის პარლამენტი, მათ შორის 20-30 წლის წინათაც, გაცილებით დემოკრატიული, ღია და ანგარიშვალდებული იყო საქართველოს საზოგადოების წინაშე. ჩვენ ყველაფერი ვნახეთ, ჯაბა იოსელიანის ყოფნიდან საქართველოს ოფიციალურ დელეგაციაში გაეროში, დასრულებული საქართველოს პრეზიდენტის დაღუპვით სამეგრელოს სოფელში მიმალვისას. ვნახეთ სხვა ყველაფერიც. მაგრამ არასდროს აღარ უნდა დავუშვათ ის, რის გამოც დღეს გვრცხვენია საკუთარი თავისა, ჩვენი არჩევანისა და შვილების წინაშე. სხვისი მდაბიო და უკულტურო ქცევის გამო. ეს ჩვენი საქართველო არ არის. და არც არასდროს იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები