მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს დერეფანში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი შემცირდა

საბაჟო, ტრაილერი

საერთაშორისო ტრაილერების გატარებით მიღებულ შემოსავალში კლება ნარჩუნდება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 8 თვეში ბიუჯეტში გზათსარგებლობის გადასახადის სახით 110 605 237 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 6%-ით, ანუ 7.1 მლნ-ით შემცირებული მაჩვენებელია.

გზათსარგებლობის გადასახადი

  • 2024 წლის 8 თვე - 117 740 905 ლარი;
  • 2025 წლის 8 თვე - 110 605 237 ლარი.

მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ თუ შარშან ქვეყნის გზებით 336 402 ტრაილერმა გაიარა, წელს 316 015 ტრაილერის გატარება მოხდა, ეს 20 387 ტრაილერით ნაკლებია.

მხოლოდ აგვისტოში ქვეყნის გზებით 38 956 სატვირთომ ისარგებლა, მათ მიერ ბიუჯეტში 13 634 838 ლარი შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები