მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ 2020-2021 წლის საქმიანობა შეაჯამა

BM.GE
30.05.22 11:58
448
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ 2020-2021 წლის საქმიანობა შეაჯამა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ორ წლიან მთავარ გამოწვევებს შორის პანდემია მოხვდა, რომელიც ბიზნესებისთვის რთულად გადასალახი პრობლემა აღმოჩნდა, რაშიც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული. ასოციაციას შეჯამების გარდა დაბადების დღეც ჰქონდა, კომპანია ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან საქმიანობს და საკმაოდ წარმატებულადაც. ღონისძიებას ბმჯის გადამღები ჯგუფი გარდენ ჰოლში ესტუმრა და ქვეყანაში კონკრეტული პროფილის ასოციაციების განვითარების შესახებ იქ მყოფი ბიზნესების თუ სხვა ასოციაციების აზრიც მოისმინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები