მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოს 10 ყველაზე სწრაფ ეკონომიკებს შორისაა - გილაური

63e209f632f95
BM.GE
07.02.23 13:23
1270
საქართველოს კაპიტალის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ პანდემიისა და ომის მიუხედავად, საქართველოში სტაბილურობა შენარჩუნდა, რაც ინვესტიციების შემოდინებაზეც აისახა, რისი შედეგიც ისაა, რომ 2022 წლის 9 თვეში 1.7 მლრდ დოლარის FDI ჩაიდო საქართველოში.

როგორც გილაურმა "Forbes კვირას" ეთერში განაცხადა, ინვესტორების ინტერესი მთავრობის სწორი პოლიტიკით არის განპირობებული, რის შედეგადაც ქვეყანაში ლარი დასტაბილურდა და ორი წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება.

“ინვესტორები მსოფლიოში ელოდებიან, რომ წამყვანი ეკონომიკები შემცირდება. შესაბამისად, ეძებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც ეკონომიკის ზრდაა და უცბათ ხედავენ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას 2021, 2022 წელს საქართველოში. ხედავენ პროექტებს, რომლებიც აბსოლუტურად სწორი, კარგი პროექტებია, შესაბამისად, ნდობა იზრდება. ხედავთ კიდეც, ასეთი სტრატეგიული, დიდი ინვესტორები საქართველოში, რომლებიც ბოლო ხანაში ქვეყანაში შემოვიდნენ, არ გვყოლია დიდი ხანია.

ანუ შესაბამისად, სტრატეგიული ინვესტორები ამას რომ ხედავენ, ნდობა მაღალია, ინვესტიციები შემოდის, ლარი მყარდება და ეკონომიკა იზრდება”, - ამბობს “საქართველოს კაპიტალის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.

ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე საუბრისას საინვესტიციო ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანას თვისობრივად სხვა დონეზე FITCH-ის საინვესტიციო რეიტინგიც გაიყვანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. ირაკლი გილაური მიიჩნევს, რომ პოზიტიურია სარეიტინგო სააგენტო FITCH-ის შეფასება, რომელმაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, პერსპექტივა კი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები