სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, რაც თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6.8%- ით გაიზარდა. სექტემბერში ზრდა დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობის, მშენებლობის, ვაჭრობის და სასტუმროების და რესტორნების დარგებში. Galt&Taggart-ი აღნიშნავს, რომ რეალური ზრდა შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის და უძრავი ქონების დარგებში. და ამ მონაცემების პარალელურად საინვესტიციო კომპანია ზრდის პროგნოზს 6.8%-ის დონეზე, ხოლო 2024 წლისთვის 5.0%-ს ვარაუდობენ.
სტუმარი: ლაშა ქავთარაძე - Galt&Taggart-ის ეკონომისტი;