მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა Galt&Taggart-ისგან - ლაშა ქავთარაძე

საქსტატის განახლებული მონაცემებით,ოქტომბერში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდის ტემპი 10.4%- მდე დაჩქარდა და 495.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 0.9%-იანი ზრდის შემდეგ. იმპორტის წლიური ზრდა 3.3%-მდე შენელდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.1%-იანი ზრდის შემდეგ. ამ მონაცემების მიხედვით, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 0.9%-ით შემცირდა და 747.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის თებერვლის შემდეგ პირველი შემცირებაა. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 21.7%-ით გაიზარდა და 7.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 12.5%-ით გაიზარდა 5.1 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 12.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

სტუმარი: ლაშა ქავთარაძე - Galt & Taggart-ის ეკონომისტი;