საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 11.8%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 8.2%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.0%-ით გაიზარდა.
აპრილში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა მრეწველობის, მშენებლობის, IT ტრანსპორტის, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობების და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა ენერგეტიკის დარგში. საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის 6.0%-იან საბაზისო პროგნოზს 2024 წლისთვის.