მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა Galt&Taggart-ისგან - ლაშა ქავთარაძე

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 23.3%-ით გაიზარდა 2024 წლის მაისში, წინა თვის 21.8%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 56.4 მლრდ ლარი შეადგინა.

1 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ უარი თქვან დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. სებ-ის მიერ დაწესებული ლიმიტის თანახმად, თქვენი სესხი მილიონ ლარს თუ აღემატება, ხელშეკრულებას ვერ გააუქმებთ. ამის შემდეგ, მომხმარებელი ატყობინებს ფინანსურ ორგანიზაციას საკუთარ გადაწყვეტილებას. შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში, არსებული ხარჯები უნდა დაიფაროს. ხარჯების დაფარვის შემდეგ ხელშეკრულება გაუქმდება.

სტუმარი: ლაშა ქავთარაძე - Galt & Taggart-ის ეკონომისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები