მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა (კვირეული) - ჩინეთის ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკას, ჩვენი დამოკიდებულება ჩინეთის რესურსებზე პროგნოზირებად მომავალში მზარდია, ჯერჯერობით არ ჩანს რაიმე ტიპის სესხები რათა პარალელი გავავლოთ უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებასთან, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩინური კომპანიების ჩართულობა უკვე სახეზეა საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო და აწ უკვე საზღვაო ინფრასტრუქტურაშიც. ამ კვირეულში ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინჟინრო კონტრაქტორს უახლოეს მომავალში გამოავლენს. პორტის საინჟინრო კონტრაქტორის შესარჩევი კონკურსი პორტის ინვესტორის შესარჩევი კონკურსის პარალელურად მიმდინარეობდა და ის უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები