ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 10%-ზე ინარჩუნებს. სებ-ის ვარაუდია, რომ მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ დონეზე დაბლა შენარჩუნდება. მომდევნო წელს, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გათვალისწინებითაც, მიზნობრივ 3%-იან დონეს გადააჭარბებს და წლის მეორე ნახევარში მის გარშემო დასტაბილურდება.
მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. არსებულ შოკებს დაემატა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით. რა ინდიკატორებია ფრთხილი პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი?
სტუმარი: ოთარ ნადარაია - თიბისის მთავარი ეკონომისტი;