მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები იზრდება ყველაზე სწრაფად? - 2025 წლის შედეგები

it სექტორი

საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკის ზომამ მიმდინარე ფასებში 104.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც აშშ დოლარში 38.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მშპ-მა ერთ მოსახლეზე საქართველოს ისტორიაში 10,000 დოლარის ნიშნულს პირველად გადააჭარბა და 10,296 დოლარს მიაღწია.

ეკონომიკის სექტორებს შორის გასულ წელს ყველაზე მაღალი ზრდა ინფორმაციის, კომუნიკაციის და IT სექტორში ფიქსირდებოდა, სადაც ზრდა 28.7% იყო. თუმცა აბსოლუტურ რიცხვებში სექტორის მშპ-ის ზომა 7.37 მილიარდი ლარი იყო, რითაც მან მეოთხე პოზიცია დაიკავა. ზრდის ტემპით მეორე ადგილზეა განათლების სექტორი, სადაც მატება 24.5%-ს შეადგენდა, მესამე ადგილს კი საფინანსო სექტორი იკავებს 12.9%-იანი ზრდით.

ამასთან, ეკონომიკის რამდენიმე სექტორში ზრდის ნაცვლად აქტივობის შემცირება დაფიქსირდა, მათ შორისაა სამთო მოპოვებითი მრეწველობა (მინუს 3%); სოფლის მეურნეობის (მინუს 5.7%); ენერგეტიკის (მინუს 4.5%) დარგები.

2025 წელს საქართველოს ეკონომიკის სექტორების ზრდის ტემპი ასე ნაწილდება:

# ეკონომიკური საქმიანობის სახეები ზრდა/კლება 2025 წელს
1 ინფორმაცია და კომუნიკაცია, მათ შორის IT 28.7%
2 განათლება 24.5%
3 საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 12.9%
4 ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 12.4%
5 ხელოვნება, გართობა და დასვენება, მათ შორის აზარტული თამაშები 12.3%
6 ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 11.9%
7 სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 9.3%
8 ტრანსპორტი და დასაწყობება, ლოგისტიკა 8.9%
9 პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 8.3%
10 განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 5.6%
11 უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 5.0%
12 წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 4.3%
13 დამმუშავებელი მრეწველობა 3.9%
14 საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 3.8%
15 მშენებლობა 0.8%
16 სხვა სახის მომსახურება -1.5%
17 სამთო-მოპოვებითი მრეწველობა -3.0%
18 ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (ენერგეტიკა) -4.5%
19 სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა -5.7%
20 შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლისა და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის -13.0%

რაც შეეხება აბსოლუტურ რიცხვებში ეკონომიკის დარგობრივ განაწილებას, პირველ ადგილს კვლავ ვაჭრობის სექტორი იკავებს, რომლის კონტრიბუციაც მშპ-ში 13.5 მილიარდი ლარი იყო; მეორე ადგილზეა უძრავი ქონების ოპერაციები 8.56 მილიარდი ლარით, მესამეზე კი დამამუშავებელი მრეწველობა 8.35 მილიარდი ლარის ზომით.

2025 წელს საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი განაწილება ასეთი იყო:

# ეკონომიკური საქმიანობის სახეები სექტორის ზომა ლარებში
1 საბითუმო და საცალო ვაჭრობა 13.54 მილიარდი ლარი;
2 უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 8.56 მილიარდი ლარი;
3 დამმუშავებელი მრეწველობა 8.35 მილიარდი ლარი;
4 ინფორმაცია და კომუნიკაცია 7.37 მილიარდი ლარი;
5 მშენებლობა 7.32 მილიარდი ლარი;
6 სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 6.12 მილიარდი ლარი;
7 განათლება 5.86 მილიარდი ლარი;
8 ტრანსპორტი და დასაწყობება 5.55 მილიარდი ლარი;
9 სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 5.42 მილიარდი ლარი;
10 საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 4.69 მილიარდი ლარი;
11 ხელოვნება, გართობა და დასვენება 3.72 მილიარდი ლარი;
12 განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 3.70 მილიარდი ლარი;
13 ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 3.57 მილიარდი ლარი;
14 პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 2.19 მილიარდი ლარი;
15 ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 2.00 მილიარდი ლარი;
16 ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 1.08 მილიარდი ლარი;
17 სამთო-მოპოვებითი მრეწველობა 994.8 მილიონი ლარი;
18 სხვა სახის მომსახურება 836.4 მილიონი ლარი;
19 წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 791.2 მილიონი ლარი;
20 შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლისა და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის 86.4 მილიონი ლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები