მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის უდიდესი ნაწილი კვლავ არაფორმალურად რჩება - რამაზ გერლიანი

6470e5b65570d
ალა ისპირიანი
26.05.23 21:00
586
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებზე BMGTV-ს გადაცემა „საქმის კურსში“ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დამფუძნებელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. მისი მოსაზრებით, საქართველოს ეკონომიკის უდიდესი ნაწილი კვლავ არაფორმალურად რჩება, რაც პრობლემას წარმოადგენს.

„საქართველოს ეკონომიკას ბევრი გამოწვევა აქვს, მათ შორის არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი, დაახლოებით 54%, ჯერ კიდევ არაფორმალურად რჩება. ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხეთ თუნდაც ტრანსფორმაციის პერიოდი გაგვეარა - უზარმაზარი აქტივები ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია. ჩვენ მიერ გაცხადებული ძალიან დიდი ხნის წინ, 2014 წელს, გამოკვეთილი რაღაც ძვრები, როგორიც ასოცირების ხელშეკრულება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო - ამ გზაზე ვდგავართ, მაგრამ, ხელშესახებ შედეგამდე ვერ ვართ მისული“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა.

მისივე მოსაზრებით, იმისთვის რომ საქართველოს პოტენციალი რეალიზებული იყოს, პოლიტიკური ნებაა საჭირო.

„პოლიტიკური ნებაა, რაც გარდამტეხ ფაზას დააყენებს და მერე იქ აღმოვჩნდებით სადაც 33 წლის განმავლობაში გვინდა რომ ვიყოთ. პრობლემა ის არის, რომ ორიენტირი არ გვაქვს ცხადად ჩამოყალიბებული . ცხადია, ჩვენ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გვინდა, მაგრამ, რას ვაკეთებთ ამ გზისთვის მკაფიოდ არ გაქვს ჩამოყალიბებული. საჭიროა მკაფიო ორიენტირი, რასაც პრინციპში საბაზრო ეკონომიკა ჰქვია - ეს თუ გვჭირდება მას აქვს თავისი შესაბამისი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმებისთვის ყველა პოლიტიკის სწორება მასზე უნდა მოხდეს. ერთ-ერთი უმთავრესი კი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაა“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები