მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკური კლიმატი - გიორგი ხიშტოვანი ანალიტიკაში

PMC-იმ განაახლა კვლევა “საქართველოს ეკონომიკური კლიმატი”. საშუალოდ 60–მა ეკონომისტმა შეაფასა როგორც რიცხვები, ისე ბოლო პერიოდის მოვლენები და მათი შესაძლო გავლენა ეკონომიკაზე – მათ შორის, ე.წ. რუსული კანონი, ოფშორების შესახებ კანონი, საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებული ცვლილებები და ანაკლიის პორტის მშენებლობაში გაზრდილი ჩინური ინტერესი. ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ვალუტის კურსის ცვალებადობამ. ეკონომისტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის – გაიზრდება წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, ხოლო ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები – შემცირდება?

სტუმარი: გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები