"ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია.
როგორც მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ელჩის შესახებ ვინაობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა აშშ-დან ელჩის დანიშვნაზე დასტური მოვა.
"აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია დაახლოებით 2 კვირაა. პროცედურას 2 კვირიდან 2 თვემდე სჭირდება ხოლმე პერიოდი და იმედია არ გაიწელება. და იმედია მალე მივიღებთ დასტურს და მაშინ გახდება ცნობილი ელჩის ვინაობაც", - განაცხადა კობახიძემ.




























