თიბისი კაპიტალის თანახმად, 2025 წლის ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 9.3%-ით, 1,382 გვტ. საათამდე შემცირდა.
ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.1%-ით 1,291 გვტ. საათამდე გაიზარდა, რაც გაგრილებაზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 5.87 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 2.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოდან ექსპორტირებულია 52 გვტ. საათი ელექტროენერგია, ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 3.3 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
მიმოხილვა სრულად იხილეთ ბმულზე.




























