საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა გააქტიურდა. 9 მაისის ჩათვლით ბირჟაზე ჯამში 9 676 მეგავატი ელექტროენერგია 125 ლარად გაიყიდა. ანუ დაახლოებით 9.6 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ფასი, კვტ/სთ-ზე 12.5 თეთრია.
სემეკს ჯერ არ გამოუქვეყნებია საბალანსო ელექტროენერგიის ფასი თვიურ ჭრილში, თუმცა მარტში თითქმის 17 თეთრამდე იყო ელექტროენერგია გაძვირებული. როგორც წლიური სტატისტიკა აჩვენებს მცირე მოცულობის ვაჭრობის მიუხედავად, ბირჟაზე ელექტროენერგია საბალანსო ფასზე იაფი ღირს. ენერგეტიკული ბირჟის მონაცემები აჩვენებს, რომ ამ თვეში ბირჟაზე ვაჭრობა 2 მაისს დაიწყო.
ენერგეტიკული ბირჟის გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია ასევე საათობრივი დაბალანსების ვალდებულება.