მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ექსპორტზე კაკლის 0,02% გააქვს - უმსხვილესი ექსპორტიორი/იმპორტიორი ქვეყნები

სსს

Galt & Taggart-ის კაკლოვანი კურლტურების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, აშშ, მექსიკა, ჩილე და ჩინეთი კაკლის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან.

2022 წლის მონაცემებით, მათ შორის აშშ-მა ექსპორტზე კაკლის 38,0% გაიტანა , მექსიკას 15,6%-ი, მას მოსდევს ჩილე 14.0%-იანი წილით, შემდეგი არის ჩინეთი 11,5-ით და საქართელო 0,02%-ით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათზე ექპორტის 20,9%-ია.

კაკლის ექსპორტი ხორცილედება როგორც ნაჭუჭგაცლილად, ასევე ნაჭუჭიანად. მსოფლიო კაკლის ექსპორტის ღირებულება სტაბილური იყო 2017-22 წლებში, თუმცა მოცულობაში გაზრდილია (24.7% ით ნაჭუჭგაცლილი, 21.6%-ით ნაჭუჭიანი).

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, კაკლის უდიდესი იმპორტიორები არიან გერმანია (13.7%), გაერთიანებული საემიროები (8.7%), თურქეთი (7.5%), იტალია (5.5%) და მექსიკა (5.0%).

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა კაკლის წმინდა იმპორტიორია. საქართველოში კაკლის იმპორტის 88.7% არის უკრაინიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან და ჩინეთიდან. იმპორტირებული კაკალი ბაზარზე უხარისხოდ მიიჩნევა. ჩინური კაკალი საგრძნობლად გაიაფებულია ჩინეთში გაზრდილი წარმოების გამო.

დოკუმენტის თანახმად, იმპორტი ადგილობრივ წარმოებას ხელს არ უშლის, რადგან ქართული კაკალი მთლიანად ადგილობრივად რეალიზდება.

აქვე საინტერესოა, რომელი ქვეყანა რამდენ კაკალს აწარმოებს. დოკუმენტს მიხედვით კაკლის უმსხვილესი მწარმოებლების პირველ და მეორე ადგილს ჩინეთი და აშშ ინაწილებენ.

კერძოდ, 2022 წლის მონაცემებით, კაკლის წარმოება მსოფლიოში ქვეყნების მიხედვით (ნაჭუჭგაცლილი) შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ჩინეთი - 53,3%
  • აშშ - 25,8%
  • ჩილე - 6,9%
  • უკრაინა 3,0%
  • თურქეთი - 1.9%
  • საქართველო - 0,3%
  • სხვა - 9,0%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები