Galt & Taggart-ის სოფლის მეურნეობის მიმოხილვის მიხედვით, გასულ წელს საქართველომ 370.5 მლნ კგ მარცვლეული აწარმოა. ამასთან ამავე პერიოდში ქვეყანაში 96.9 მლნ დოლარის ღირებულების 658 მლნ კგ მარცვლეულის იმპორტი მოხდა, ექსპორტზე კი მხოლოდ 2.5 მლნ დოლარის 9.7 მლნ კგ საქონელი გავიდა. კვლევის მიხედვით, მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი ქვეყანაში 36.4%-ია.
Galt & Taggart-ის მიმოხილვაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო მარცვლოვნების იმპორტიორია, რაც ძირითადად რუსეთიდან შემოდის.
„2022 წელს მარცვლოვნების მოხმარებამ 1 მლრდ კგ შეადგინა, საიდანაც 370.5 მლნ კგ ადგილობრივი წარმოება, ხოლო დანარჩენი იმპორტი იყო, ჯამურად 96.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ხორბალი ძირითადად ფქვილის მისაღებად გამოიყენება და მისი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 2022 წელს 22%-ს შეადგენდა. შედარებით მაღალია თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი სიმინდის შემთხვევაში და ის 62%-ს შეადგენს“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
2022 წელს $96.9 მილიონის ღირებულების იმპორტში, მარცვლეული კულტურების ჩამონათვალში პირველ ადგილს 67%-ით ხორბალი და მესლინი იკავებს. მეორე ადგილზე 13%-ით სიმინდია, მესამეზე 9.9%-ით წიწიბურა, მეოთხეზე 9.3%-ით ბრინჯი.