მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს

სებ
24.10.24 16:21
149
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების მორიგ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში არსებულ ტენდენციებს, გატარებულ პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებს მიმოიხილავს. მდგრადი დაფინანსების მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით და ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და გეგმების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ანგარიშის გამოქვეყნება 2021 წლიდან დაიწყო.

მდგრადი დაფინანსების ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ პოლიტიკას აღწერს. აქვე წარმოდგენილია მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი პროექტები. მეორე ნაწილი კი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ფინანსურ სექტორში არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავს. კერძოდ, გაანალიზებულია კომერციული ბანკების მიერ 2024 წელს ESG ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ფორმების შევსება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების გამჟღავნების სავალდებულო მოთხოვნის ფარგლებში 2021 წლიდან განხორციელდება. თითოეული ბანკის მიერ შევსებული ESG ფორმა ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებას და მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის შესრულებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები