საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსად გიორგი ფერაძე დაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
გიორგი ფერაძე აქამდე საქართველოს კონკურენციის სააგენტოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
"ტვ პირველს" კონკურენციის სააგენტოში გიორგი ფერაძის წასვლის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს.
საკადრო ცვლილების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას BMG ეროვნული ბანკის პრესსამსახურისგანაც ელოდება.