მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოშია

ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოშია. ნაკრების ფეხბურთელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. მოქალაქეები სკანდირებდნენ, გაუმარჯოს საქართველოს და უხდიდნენ მადლობას ბიჭებს.

დღეს, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.

ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები