მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ევროატლანტიკურ მიზნებთან მიახლოების ამხელა შესაძლებლობა არასდროს ჰქონია” - ნათია სესკურია

ანალიტიკა

“საქართველოს ევროატლანტიკურ მიზნებთან მიახლოების ამხელა შესაძლებლობა არასდროს ჰქონია ” - ამის შესახებ “ანალიტიკას” ეთერში RUSI ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ნათია სესკურია საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ აქამდე ევროპული ქვეყნების ნაწილი საქართველოს ევროპული ოჯახის ნაწილად ვერ ხედავდნენ, დღეს ეს ვითარება შეცვლილია.

“მუდმივად იყვნენ მთელი რიგი ქვეყნები და ლიდერები, რომლებიც ვერ ხედავდნენ საქართველოს ევროპული ოჯახის ნაწილად, რისი მიზეზებიც არსებობდა და ამ ყველაფერს ხელს რუსეთის ფაქტორიც უწყობდა. ძალიან ბევრი ქვეყანა რუსეთს, როგორც ლეგიტიმურ საფრთხეს, არ აღიქვამდა. დღეს, რა თქმა უნდა, რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში ეს ყველაფერი გააქარწყლა და, როგორც იქნა, არსებობს აღქმა, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს ქვეყანა.

ასევე ვხედავთ, რომ ის ქვეყნებსაც, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი პროევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიღების კუთხით, დღეს აბსოლუტურად შეცვლილი აქვთ რიტორიკა”, - ამბობს სესკურია.

მისივე თქმით, შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის ღიაა, თუმცა საქართველომაც გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

“შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იქნება. საქართველომ იმედები უნდა გაამართლოს. დღეს გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულყოფილი წევრი”, - ამბობს ნათია სესკურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები