"ბარამბოს ნაყინი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ბარამბო მხარს უჭერს ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ რთულ დროს იბრძვის თავისუფლების და ევროპული არჩევანის დასაცავად.
ჩვენი კარი ღიაა, რათა გიმასპინძლოთ ცხელი სასმელით და ტკბილეულით მელიქიშვილის გამზირზე არსებულ ბარამბოს ობიექტში.
საქართველოს ევროინტეგრაცია საქართველოს არჩევანია," - წერია განცხადებაში, რომელსაც "ბარამბოს ნაყინი" ავრცელებს.