მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

ალენ ბერნსე

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ალენ ბერსეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს ირაკლი კობახიხესთან, შალვა პაპუაშვილთან, მიხეილ ყაველაშვილთან და მაკა ბოჭორიშვილთან.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 21 დეკემბერს დასრულდება.

განახლება

თავდაპირველად, უწყების ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე ეწვევა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. თუმცა, ახლა ეს ნაწილი ამოღებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები