მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ერთგული ვრჩები - ჩეხეთში საქართველოს ელჩი

თეა მაისურაძე

"ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს," - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს. მაისურაძე აღნიშნავს, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია.

"მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები ძალისხმევას არ ვიშურებდით ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გზაზე, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებისთვის.

ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად.

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დასავლელ მეგობრებთან, ჩვენს მოკავშირეებთან, ურთიერთობების გაღრმავებას და განმტკიცებას.

ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან გაწევრიანებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს,"- წერს თეა მაისურაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები