მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ოლიმპიადის მსაჯების კომისიის მიმართ საჩივრის წერილი მოამზადა

ფარიკაობა სანდრო ბაზაძე
27.07.24 23:54
1906

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. ფედერაცია აღნიშნავს, რომ მათ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მიმართ საჩივრის წერილი მოამზადეს.

"საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი".

სანდრო ბაზაძე დღეს ეგვიპტელ მოფარიკავესთან ზიად ელსისისთან დამარცხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები