მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაჯილდოების ცერემონია (GFF Awards 2025) დღეს გამართა.

საუკეთესო სპორტსმენები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

  • წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია
  • წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე
  • ფუტსალის წლის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე
  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე
  • წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი

ახალგაზრდა ფეხბურთელებს ალექსანდრე ჩივაძის მედლები გადაეცათ. 17 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები: ბრინჯაოს მედალი – საბა ავდოევი („იბერია“ თბილისი); ვერცხლის მედალი – ლუკა შარიქაძე („დიანმო თბილისი“); ოქროს მედალი – ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი“, ფოთი).

19 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები: ბრინჯაოს მედალი – ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია“ თბილისი); ვერცხლის მედალი – გიორგი გვასალია („დინამო თბილისი“) ოქროს მედალი – საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები