მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ფოსტამ“ თელავში „მეფე ერეკლე II“-ის მარკის პრეზენტაცია გამართა

636b65d925213
BM.GE
09.11.22 12:55
794
თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნა, სადაც მარკის „მეფე ერეკლე II“ პრეზენტაცია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საფოსტო გზავნილების განხორციელება 2022 წლის მიწურულს უკვე მეფე ერეკლე II მარკით არის შესაძლებელი. მარკა, რომელზეც გამოსახულია მეფე ერეკლე II, მიმოქცევაში შევა ნოემბერში და ხელმისაწვდომი იქნება „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვის-ცენტრში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.

ინფორმაციისთვის, თელავში საიუბილეო ღონისძიებას „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

„ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა 7 ნოემბერს ყოველწლიურად აღინიშნება. მოსახლეობა სახელოვანი მეფის იუბილეს ტრადიციულად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნავს და სტუმრებს მთელი საქართველოდან მასპინძლობს.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები