მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ფოსტამ უკრაინისთვის საქართველოს მასშტაბით შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის მეორე ნაწილის გაგზავნის პროცესი დაიწყო

622b4e3be4cc5
BM.GE
11.03.22 19:08
424
"საქართველოს ფოსტამ" უკრაინისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის მეორე ნაწილის გაგზავნის პროცესი დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

ტვირთის მობილიზების პროცესში აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო და კერძო სექტორი. ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი საკვების, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები