მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

6059d5ff5777f
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.21 16:07
582
მიმდინარე წლის 23 მარტს, „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პირველი კამპანია არის #შენიმარკა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ და „საქართველოს ფოსტის“ მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. მარკაზე გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირი და „საქართველოს წითელი ჯვრის“ მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა.

საფოსტო მარკის ტირაჟი 10 000 ერთეულია, ნომინალი კი 3+1 ლარია. მარო მაყაშვილის გამოსახულებით გაყიდული მარკიდან მიღებული ერთი ლარი „საქართველოს წითელი ჯვრის“ შემოწირულობის ფონდში ჩაირიცხება.

ასევე, „საქართველოს ფოსტა“, როგორც მაღალი სოცილური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია, „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ საჩუქრად გადასცემს 500 ერთეულ საფოსტო მარკას, შესაბამისად, გაყიდვიდან მიღებული თანხა, სრულად მოხმარდება საქველმოქმედო აქტივობებს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს მარო მაყაშვილის დღიურის თარგმნა, რომელიც საფოსტო მარკასთან ერთად შვეიცარიაში, კერძოდ კი ქალაქ ჟენევაში მდებარე „წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მუზეუმში“ გაიგზავნება და გამოიფინება. ეს მუზეუმში განთავსებული პირველი ქართული ექსპონატი იქნება.

მემორანდუმის ფარგლებში „საქართველოს ფოსტასა“ და „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის სოციალური და საქველმოქმედო მიმართულებით არაერთი ერთობლივი აქტივობა განხორციელდება.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები