მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფოსტის დირექტორი, რომელიც ოთხ სახელმწიფო კომპანიას მართავს მიღებულ შემოსავალს მალავს - TI

645382349fd37
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.23 21:45
1320
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ერთდროულად ოთხი სახელმწიფო კომპანიის დირექტორია და მათგან მიღებულ შემოსავალს მალავს.

მათი ცნობით, ბოლო ორი წელია საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე დეკლარაციაში აღარ უთითებს იმ შემოსავალს, რასაც ის ოთხი სახელმწიფო კომპანიის დირექტორობიდან იღებს.

„მანამდე, 6 წლის განმავლობაში (2015-2020) საქართველოს ფოსტაში ლევან ჩიკვაიძის წლიური შემოსავალი გასამმაგებული იყო, 36,707-დან 111,622 ლარამდე.

ლევან ჩიკვაიძე 4 სახელმწიფო კომპანიის დირექტორი ერთდროულად არის: შპს საქართველოს ფოსტა; შპს ჯორჯიან კარგო; შპს საქართველოს ლატარიის კომპანია; შპს Express.

ჩიკვაიძე დეკლარაციაში ასევე არ უთითებს მასთან და მის მეუღლესთან დაკავშირებულ (დირექტორი ან/და წილის მფლობელი) კიდევ 6 კომპანიას: შპს “რუსთავი პური”, შპს “მაკროენერჯი”, შპს “ელ სი რადიო”, შპს “ბოტეკ ჯორჯია”, შპს “ელ სი კომპანი”, შპს “ფუტსალის კლუბი თბილისი” - ნათქვამია TI-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში აღნიშნავენ, რომ ლევან ჩიკვაიძე, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში. საჯარო სამსახურის ბიურომ 2019 წელს ის ერთხელ უკვე დააჯარიმა სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონებისა და საბანკო ანგარიშების დამალვისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები