მიმდინარე წლის 3-7 ოქტომბერს, ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში, ევროპის საფოსტო ასოციაციის “PostEurop”-ის გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომელზეც “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად 2023 წლიდან 2025 წლის ჩათვლით აირჩიეს.
ევროპის საფოსტო ასოციაციის “PostEurop”-ის დირექტორთა საბჭო 11 წევრისგან შედგება. ასამბლეაზე, საბჭოს წევრად, საქართველოსთან ერთად აირჩიეს შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლები: შვეიცარია, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი, ნორვეგია, ავსტრია.
ევროპის საფოსტო ასოციაცია “PostEurop” აერთიანებს 53 ევროპული ქვეყნის 55 საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მდგრად განვითარებას. ორგანიზაცია იმართება დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საოპერაციო დონეზე უზრუნველყოფს საფოსტო სექტორის სტრატეგიის განხორციელებას.
NS




























