მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

632c091a3ec3d
BM.GE
22.09.22 11:32
401
“საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გაიმართა ორბელიანების სასახლეში.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.

ღონისძიების ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში გაიმართა ვარლამ ჩერქეზიშვილის შრომების, ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურის ციფრული ვერსიების გამოფენა.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და “საქართველოს ფოსტის” მხარდაჭერით, მიმოქცევაში ჩაეშვა საფოსტო მარკა, რომელზეც პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ვარლამ ჩერქეზიშვილი გამოსახულია.

საფოსტო მარკის ავტორი: ბაადურ ქობლიანიძე.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები