მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს გამოწვევა საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა - Indorama

indorama

სინგაპურული კორპორაცია Indorama საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელმაც წელს “რუსთავის აზოტის” ქარხანა შეიძინა. კომპანიის გლობალური გენერალური დირექტორი პრაკეშ კეჯრივალი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს დაესწრო, სადაც მედიის კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე თუ რა გამოწვევები აქვს საქართველოს ბიზნესგარემოს მიმართულებით კეჯრივალი პასუხობს, რომ მათთვის მთავარ საკითხს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. საუბარია როგორც საგზაო, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რის შემთხვევაშიც საქართველოს მწარმოებლებს გლობალურ ბაზარზე გასვლა გაუმარტივდებათ.

“რაც შეეხება გამოწვევებს ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად საგზაო ინფრასტრუქტურას, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურას უკავშირდება, სადაც მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო, რათა ტვირთების მოძრაობას ხელი შეეწყოს და ეს უფრო ხელსაყრელ ფასად იყოს შესაძლებელი. სხვა მხრივ ვფიქრობ, რომ საქართველო საკმაოდ კარგად პოზიციონირებს,”- განაცხადა კეჯრივალმა.

Indorama-ს გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია “რუსთავის აზოტის” გლობალურ მწარმოებლად გარდაქმნას გეგმავს.

“საქართველოში ამ წლის დასაწყისში ჩვენ შევიძინეთ სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტი და ამჟამად ჩვენ ვგეგმავთ ის გლობალურ მწარმოებლ ქარხანად ვაქციოთ, რომ რეგიონის და რეგიონს გარეთ ბაზრებს მივაწოდოთ პროდუქცია. ეს საქართველოს აქცევს ქიმიური სასუქების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ მწარმოებლად.

ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ბიზნესისთვის საკმაოდ ხელშემწყობი გარემო, მარეგულირებელი ჩარჩო ბიზნესისთვის ხელსაყრელია, ხოლო გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს კარგ შესაძლებლობას მოემსახურონ როგორც რეგიონულ, ასევე EU-ს ბაზრებს,”- განაცხადა კეჯრივალმა.

რამდენიმე დღის წინ, “რუსთავის აზოტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ -სთან განაცხადა, რომ კომპანია ქარხნის განვითარებაში $250-300 მილიონის ინვესტირებას გეგმავს, რითიც კარბამიდის ახალი საწარმოს აშენება და ამიაკის საწარმოო ხაზის გაფართოება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები