მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს განვითარებისთვის ევროპულ გზაზე დაბრუნება სჭირდება - ISET-ის დირექტორი

თამარ სულუხია

"საქართველოში წერტილი უნდა დაესვას რუსეთის გავლენას და „რუსულ კანონს“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თამარ სულუხიამ წამყვანის შესაბამის კითხვას.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი მიიჩნევს, რომ ახლა, საქართველოს განვითარებისთვის ყველაზე მეტად „ევროპულ გზაზე დაბრუნება“ სჭირდება.

„ვხედავთ, ამ კანონმა რამხელა რყევა გამოიწვია ქვეყანაში; ურთიერთობებში ნაპრალი გაჩნდა ქვეყნის შიგნით ევროპული გზის მომხრე საზოგადოებასა და იმათ შორის, ვინც ამ {რუსულ კანონს} იღებს და შესაძლოა, იმ საგარეო კურსით, რომელსაც ამ კანონით აანონსებენ, ნაპრალი გაჩნდება საქართველოსა და მის საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორებს შორის.

ამდენად, საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება ევროპულ გზაზე დაბრუნება. ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ ეს უნდა მოხდეს {რუსული} კანონის ანულირებით. ჩვენ დღეს ფოკუსირებული უნდა ვიყოთ, როგორ ვასრულებთ ევროკავშირის ცხრა ნაბიჯს და როდის გაიხსნება მოლაპარაკებების საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე“, - განაცხადა თამარ სულუხიამ.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თქმითვე, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ევროპა უდრის კეთილდღეობას.

„ეს არ არის ხმამაღალი განცხადება. საქსტატის და ევროსტატის მონაცემებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, ვნახავთ, რამხელა განსხვავებაა კეთილდღეობის პარამეტრებში საქართველოს მოსახლეობას და ევროპის მოსახლეობას შორის. სტატისტიკა ასევე გვაჩვენებს, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდა, ძალიან სწრაფად მოძრაობდა და კეთილდღეობის მაღალ სტანდარტებს ძალიან მალე მიაღწია. ამდენად, ის, რომ საქართველოში პენსია და ხელფასი დაბალია ან კიდევ შედარებით მაღალი უმუშევრობა და სიღარიბის მაღალი დონე დონე გვაქვს, ევროპასთან მეგობრობა და სტანდარტების გაზიარება ნიშნავს იმას, რომ გახდება რა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან სწრაფად შევძლებთ ევროპული სტანდარტების კეთილდღეობაზე სწორებას“, - აღნიშნა თამარ სულუხიამ.

შეგახსენებთ: „რუსული კანონის“ გამო ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გაწყვიტა და ძალაში რჩება იქამდე, ვიდრე „საქართველოს მთავრობა კვლავ ქვეყნის ევროპული გზის სამსახურში არ დაბრუნდება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები