მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება 10-15 თავგადადებული ადამიანი - ზვიად კორძაძე

6463c66869a5e
თელარა გელანტია
16.05.23 22:00
903
„საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული, 10-15 თავგადადებული ადამიანი, ოთხი წელი ხელისუფლებაში“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას „ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველმა პარტნიორმა ზვიად კორძაძემ.

„საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა უნდათ და საკუთარი ქვეყნის ინტერესის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებთ. 6-8 თვეა საკმარისი ამ ქვეყნისთვის, რათა ისეთ რელსებზე შეაყენო, რომ ტენდენცია გამოჩნდეს; დანარჩენი 2-4 წელი კი საჭიროა ისეთი ტენდენციების გამოსაწვევად, რომლის უკან შემობრუნება შეუძლებელი იქნება.

ასევე, ამ ქვეყანას სჭირდება განათლება და ესეც შეიცვლება. 12 წელია უმაღლეს სასწავლებლებში ვკითხულობ ლექციებს და თაობა, რომელიც მოდის უფრო პრაგმატულია და უფრო კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული. ველოდები, რომ ეს თაობა უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი არა მხოლოდ საპროტესტო მიტინგებზე, არამედ - გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ჩვენ - პოსტსაბჭოთა მოქალაქეები ნელ-ნელა უნდა ჩაგვანაცვლოს ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან რა იყო კომკავშირი, პიონერი, არ ოცნებობენ სტალინის დროის დაბრუნებაზე, 37-მანეთიან ბილეთებზე და ა.შ.“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ და იქვე დასძინა, რომ საქართველოს განვითარებისთვის, ასევე, პოლიტიკური ნება სჭირდება.

- ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ალბათ პირველად არის, როდესაც ჩვენზე არაა ყველაფერი დამოკიდებული. შესაბამისად, უფრო იმედიანად ვარ, რადგან რაღაცეები გადაწყდება და იმ რაღაცეებთან ერთად გადაწყდება ჩვენი განვითარების ვექტორი.

- თქვენი აზრით, კარგია თუ ცუდი, როცა ჩვენზე არაა ყველაფერი დამოკიდებული?

- კარგია, რადგან სანამ ჩვენზე იყო დამოკიდებული, სამოქალაქო ომი მოვასწარით; ხელისუფლებების რევოლუციით ცვლა მოვასწარით, დანგრევები მოვასწარით, პრეზიდენტის მკვლელობა მოვასწარით და ა.შ. და ახლა როდესაც ჩვენზე არაა დამოკიდებული და მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა გლობალურ ბოროტებას, რომელიც შენი უბედურების ძირითადი წყაროა, რა თქმა უნდა, გლობალური ბოროტება თუ დამარცხდება, უბედურების გარკვეული ნაწილი მოგცილდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ყველა პრობლემა მოგცილდება, მაგრამ შანსი გაგეზრდება და უკვე ამ შემთხვევაშიც თუ ვერ ვისარგებლეთ და ისევ რუსეთში ფრენებს დავუწყეთ ყურება, ჩვენი მდგომარეობა უკვე არავის ბრალი არ იქნება. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. პირველად ვარ ასე იმედიანად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები