კომპანია „აგრო - 1959“-ის მმართველი პარტნიორის, გელა ხანიშვილის მოსაზრებით, საქართველოს განვითარებისთვის შრომისმოყვარეობის უნარის დაბრუნება სჭირდება.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, ქვეყანაში კადრების დეფიციტი კვლავ მწვავე პრობლემად რჩება.
„განვითარებისთვის ცოდნის შეძენა და შრომისმოყვარეობის დაბრუნება გვჭირდება. თითქოს ადამიანებმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს და იმიტომ დაკარგეს, რომ მათ ცოდნა არა აქვთ და არც უნდათ, ეს ცოდნა შეიძინონ. დღეს თუ ვაშლის, ატმის კარგი გასხვლა იცი სამუშაო ადგილი გარანტირებული გაქვს და მთელი პრობლემა ის არის, რომ - არ ვიცით.
ნუშის, კაკლის,თხილის ატმის, მსხლის - ყველა ამ მიმართულებით მუშახელის დეფიციტია, რომლის ღირებულება 70 ლარის ფარგლებშია. ყველაზე დიდი დეფიციტი ფულზე არ არის, არის ზოგადად კადრზე და კვალიფიციურ კადრებზე“, - განაცხადა ხანიშვილმა და დასძინა რომ წერტილი არაკომპეტენტურობას უნდა დაესვას.