სამხრეთის გაზის დერეფნით აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი გაიზარდა. BP-ის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიის მილსადენით (SCP) დაახლოებით, 13.44 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაიტანა საექსპორტო ბაზრებზე.
SCP-ის საშუალო დღიური საექსპორტო გამტარუნარიანობა დღეში 63.1 მილიონი კუბური მეტრი გაზი იყო. 2023 წლის ამავე პერიოდში საშუალო დღიური გამტარუნარიანობა 60.7 მლნ კუბური მეტრი იყო, შესაბამისად, ექსპორტის საერთო მოცულობა 12.8 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენდა.
BP-ის ინფორმაციით, პირველ ექვს თვეში სამხრეთ კავკასიის მილსადენისთვის საოპერაციო ხარჯები 37.3 მლნ დოლარი იყო, კაპიტალური ხარჯები 8 მლნ დოლარი.
SCPC-ის აქციონერები არიან: bp ( 29,99%), SGC (21,02%), LUKOIL (19,99%), TPAO (19,00%) და NICO (10,00%).