მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს გავლით ელ.ენერგიის ტრანზიტი 5-ჯერ შემცირდა

იანვარ-თებერვალში საქართველოდან ელექტროენერგიის ტრანზიტი შემცირდა. კერძოდ, წელს ორ თვეში საქართველოს გავლით თურქეთს სულ 177 მილიონი კილოვატსაათის მოცულობის ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წლიურ ჭრილში 80%-იანი შემცირებაა. ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები ელექტროენერგიის ტრანზიტის შემცირებას თურქეთში მოთხოვნისა და ფასების კლებას უკავშირებენ. შარშანდელი წლისგან განსხვავებით, თურქეთში ელექტროენერგიის ფასი მკვეთრად დაეცა და ახლა კვტ.სთ-ზე 6.5 ცენტის ფარგლებშია. შექმნილი ვითარების ფონზე, ბაზრის წარმომადგენლები ელიან, რომ წელს საქართველოდან ტრანზიტთან ერთად ელექტროენერგიის ექსპორტიც შემცირდება.